Subscribe:

Saturday, June 6, 2015

რას იწვევს დაუნის სინდრომი?


ბავშვობისა და მოზარდობის სამედიცინო პრობლემები 

ზოგიერთი სამედიცინო ლიტერატურის თანახმად , დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად ემართებათ სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები, ამასთან  უფრო ხშირად ,მათ ვისაც გულის თანდაყოლილი დაავადებები გააჩნიათ, გარდა ამისა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში, ადრეულ ასაკში, ყურის ინფექციებია გავრცელებული. ზოგ მოზარდს აღენიშნება განმეორებითი ხასიათის მქონე კანის ინფექციები, ძირითადად ბარძაყისა და  დუნდულის კუნთზე. ინფექციას , ჩვეულებრივ, სპობს შესაბამისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით

კვებასთან დაკავშირებული პრობლემები


ჩვილობის ასაკში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში აღინიშნება კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და არასაკმარისი მატება  წონაში. ასეთი ვითარება განსაკუთრებით დამახასიათებელია გულის თანდაყოლილი დაავადების მძიმე შემთხვევებისათვის. შესაბამისად , შესაძლოა მოხდეს შეფერხება ზრდასა და წონის მატებაში. გულის თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი კალორიების მიღება, რასაც უზრუნველყოფს საკვები რაციონის გაზრდა, ხშირი კვება და რაციონში ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი დანამატების შემოტანა. გულის თანდაყოლილი მანკის გამოსწორების შემდეგ, ბავშვები, ჩვეულებრივ, ნორმალურად იწყებენ წონაში მატებას.
ამავე დროს დაუნის სინდრომის მქონე მრავალ მოზარდს და ზრდასრულს ჭარბი წონა აღენიშნება,რაც ალბათ გამოწვეულია დაბალი ფიზიკური აქტივობით, ჭარბი კვებითა და ენერგიის არასაკმარისი ხარჯვით. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ნიცთიერებათა ცვლის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, აქედან გამომდინარე მათ ესაჭიროებათ 10%-20%-ით ნაკლები კალორია ვიდრე იგივე წონისა და სიმაღლის მქონე სხვა ბავშვებს. ჭარბი წონისა და მასთან დაკავაშირებული მრავალი პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია დაბალანსებული დიეტის ძირითადი ელემენტების შესახებ. ისინი უნდა ერიდონ ბავშვისთვის ზედმეტი კალორიის მიცემას და ხელი შეუწყონ ბავშვის ფიზიკურ აქტივობას.

გულყრები 
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების  8%- სხვადასხვა სახის გულყრები შეიძლება ჰქონდეს. გულყრების კონკრეტული ფორმაა . ჩვილობის პერიოდის სპაზმები, რომლებიც 5-10 თვის ბავშვებს აღენიშნებათ და რომელსაც ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით მუკრნალობენ, რაც ხშირად ეფექტურია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან. გულყრის სხვა ფორმებია ტონურ -კლონური და რთული გულყრები, რაც ზოგჯერ თავს იჩენს ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. ძალზედ მნიშვნელოვანია  დადგინდეს გულყრის კონკრეტული ფორმა და სასწრაფოდ დავიწყოთ მკურნალობა შესაბამისი პრეპარატით.

ძილის აპნოე
ძილის აპნოეს გაჩენას ძირითადად განაპირობებს ყელის უკანა მხარეს სასუნთქი გზის გადაკეტვა, რაც თავის მხრივ, ხშირად გამოწვეულია ტონზილებითა და ადენოიდებით, ყელის სივიწროვით, ან  ჭარბი წონის მქონე ადამიანებთან, ცხიმოვანი ქსოვილის დიდი ოდენობითძილის აპნოეს მქონე ბავშვები ხშირად ხმაურიანად სუნთქავენ, ხვრინავენ, ძილისას აღენიშნებათ სუნთქვის შეკავების ხანმოკლე ეპიზოდები, დღისით ახასიათებთ  ძილიანობა და ყურადღების სუსტი კონცენტრაცია. ძილის აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში  ჟანგბადის შემცველობის შემცირება. რაც უარყოფითად იმოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე. თუ ძილია აპნოეს გაჩენის მიზეზი ზედა სასუნთქი გზის გადაკეტვაა, ხშირად მისი მკურნალობა- დიდი ზომის ტონზილებისა და ადენოიდების მოორება ქირურგიული ჩარევის გზით, ძილისას ჰაერის ნაკადის წნევის გამოყენება და სხვა პროცედურები- სასურველ შედეგს იძლევა.

მხედველობის დარღვევები


დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ მხედველობის დარღვევები. დაახლოებით 40 % ახლომხედველია და20 % შორსმხედველი. ზოგიერთს აღენიშნება საცრემლე მილის ბლოკირება, ხოლო ბევრ მათგანს სიელმე, ქუთუთოსკიდის ანთება ბლეფარიტი ასევე , ზოგჯერ თვალის სწრაფი მოძრაობები  ნისტაგმი“, ზემოთ აღნიშნულთანდაყოლილი კატარაქტად გარდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება კატარაქტა ზრდასრულ ასაკშიცჩამოუყალიბდეთ. რქოვანას დაზიანება თავს იჩენს დაუნის სინდრომის მქონე პირების დაახლოებით 2% -5%- თან.
იმის გამო, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში  ხშირია თვალის დისფუნქცია მათ რეგულარული შემოწმება უნდა გაირონ, პედიატრ-ოფთალმოლოგთან. ნორმალური მხედველობა ნებისმიერი ბავშვისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ბავშვს გონებრივი ჩამორჩენილობა ახასიათებს, როგორც ეს უმეტესად დაუნის სინდრომის არსებობის შემთხვევაში ხდება, დამატებითი სესნსორული დარღვევა კიდევ უფრო ზღუდავს ბავშვის შესაძლებლობებს და ხელს უშლის სწავლის პროცესში მის ჩართვას.

სმენითი დარღვევები


დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმრავლესობას მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სმენითი დარღვევები აქვს. რაც გამოწვეულია სასმენ მილებში ყურის გოგირდის ჭარბი ოდენობით არსებობით, ყურის ხშირი იფექციით, შუა ყურში სითხის დაგროვებით ან შუა ყურის მცირე ძვლების, რომლებიც ბგერას ყურის აპკიდან შიდა ყურს გადასცემენ, ანომალიურ ფორმით. ზოგჯერ, დახშობის გამო, შემცირებულია ან ბლოკირებულია სითხის დრენაჟი შუა ყურიდან ყელში, რაც ზედა სასუნთქი გზების ინფეციის, დიდი ზომის ადენოიდების  არსებობის ან  ევსტაქის  მილის (აკავშირებს ყელს შუა ყურთან) დისფუნქციის შედეგად ვითარდება
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ შემოწმება. თუ სმენითი დარღვევა შუა ყურით არის გამოწვეული, ბავშვს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა, რაც შეიძლება გულისხმობდეს ანტიბიოტიკების მიღებას (დანიშნულების შემთხვევაში), შუა ყურში სავენტილაციო მილის ჩადგმას; სმენის საშუალო ან მძიმე დარღვევის  დროს, სასმენი აპარატის გამოყენებას. შიდა ყურისა ან სასმენი ნერვის პრობლემებით გამოწვეული სმენითი დარღვევა (სმენის სენსონერვული დაქვეითება), ნაკლები სიხშირით გვხვდება.
სმენითმა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დაუნის სინდრომის მქონე უმცროსი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შემოწმდეს ბავშვის სმენა და სმენის დაქვეითების შემთხვევაში სასწრაფოდ დაინიშნოს მკურნალობა. ცნობილია, რომ სმენის უმნიშვნელო დაქვეითებამაც კი შესაძლოა შეაფერხოს მეტყველების განვითარება.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია 

მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობა ახასიათებს, სხვა ბავშვებთან შედარებით, ამ თვალსაზრისით , მათ მაინც გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის აწევით (ჰიპერთირეოზი) და ამ ჰორმონის დონის დაწევით (ჰიპოთირეოზი). ჰიპერთირეოზთან შედარებით ჰიპოთირეოზი უფრო გავრცელებულია და დაუნის სინდრომის მქონე პირების დაახლოებით 15% -20% აღენიშნება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობასთან დაკავშირებულ პროლემებს უფრო ხშირად  დაუნის სინდრომის მქონე უფროსი ასაკის ინდივიდებთან ვხვდებით.
ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. მისი ჰორმონის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამიტომ აუცილებელია ხშირად შემოწმდეს ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. თუ დროულად არ მოხდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დადგენა, ამან შესაძლოა შემდგომში უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობაზე. თუ დაუნის სინდრომის მქონე პირს ჰიპოთირეოზი დაუდგინდა, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მისი მკურნალობა. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენით სწავლისა თუ ზოგადი შემეცნების პროცესისათვის საჭირო შესაბამისი პირობებიც შეიქმნება.

გამოყენებული ლიტერატურა: http://www.kidspace.ge/index.php?id=62