Subscribe:

Saturday, June 6, 2015

დაუნის სინდრომი და მისთვის დამახასიათებელი ნიშნები



რა
 არის დაუნის სინდრომი?

დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადებარომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვსროგორც წესი 21- წყვილი ქრომოსომის მაგივრად არის 3 ქრომოსომაამიტომმას სხვანაირად 21- წყვილის ტრისომიასაც უწოდებენზედმეტი ქრომოსომული მასალა იწვევს დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელ ფიზიკურ და ფსიქიკურ თვისებებსეს დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა .დაუნმა მე-19 საუკუნის ბოლოსამის გამო უწოდეს დაავადებას დაუნის სინდრომი. 1959 წელს კი ფრანგმა ექიმმა ლეჟანმა დაუნის სინდრომი განსაზღვრა როგორც ქრომოსომული ანომალიამან აღმოაჩინარომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს თვითოეულ უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვს.

რა ახასიათებს დაუნის სინდრომს?

არსებობს დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებიბავშვს შეიძლება რამდენიმე ნიშანი ჰქონდესან თითქმის ყველა მათგანი ახასიათებდესყველაზე გავრცელებული ნიშნებია:


  • Ø  კუნთთა დაბალი ტონუსი-ჰიპოტონია;
  • Ø  სახის ბრტყელი პროფილი;
  • Ø  ცხვირის ფართოჩაღრმავებული ხიდიპატარა ცხვირი;
  • Ø  თვალის ირიბი ჭრილი;
  • Ø  დეფორმირებული (დისპლასტიურიყური;
  • Ø  მოკლეფართო ხელებიხელის გულზე ერთი ღრმა ხაზი;
  • Ø  მე-5 თითზე ორის ნაცვლად ერთი მოსახრელი სახსარი;
  • Ø  დიდი დაშორება ფეხის დიდ და მეორე თითს შორის;
  • Ø  პირის პატარა ზომა;
  • Ø  პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა;
  • Ø  განიერი ტერფი პატარა თითებით;
  • Ø  მოკლე კისერი;
  • Ø  პატარა თავი;
  • Ø  ეპიკანტუსი - თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი;
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში ხშირია:
  • გულის თანდაყოლილი მანკები;
  • საჭმლის გადამუშავების პრობლემები;
  • ბავშვობის პერიოდის ლეიკემია;
  • მხედველობის და სმენის დარღვევები;
ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების უმეტესობა დღეს განკურნებადიადაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და საშუალოდ 55 წელს შეადგენს.
დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობადაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გვიან სწავლობს ჯდომასსიარულსლაპარაკსთამაშსსაყოფაცხოვრებოყოველდღიურ ჩვევებს.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმიმათი წყენინება ძალიან ადვილად შეიძლებაამავე დროს ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზემათ უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობასიახლეცნობისმოყვარენი არიან.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს ,მაგრამ ისინი ძალიან მონდომებულნი არიანმათი წახალისება მეტად ეფექტურია სწავლების და აღზრდის პროცესში.
არც ერთი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავსთუმცა გარეგნული მსგავსება დიდიამათისევე როგორც სხვა ბავშვებს განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭები აქვთუმეტესობას აქვს იოლი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობამცირე პროცენტს კი - ძლიერი ხარისხის გონებრივი ჩამორცენილობა.
ამავე დროს გახსოვდეთრომ გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი და IQ მაჩვენებელი არ არის საკმარისი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის შესაცნობადყოველ კონკრეტულ ბავშვს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებიძლიერი და სუსტი მხარეებინიჭები აქვს.

რა არის დაუნის სინდრომის მიზეზი?

დაუნის სინდრომის მიზეზი მშობლების უჯრედების დაყოფისას წარმოშობილ დარღვევებში მდგომარეობსეს დარღვევებირის გამოც ნაყოფის უჯრედებში 21- წყვილის მაგივრად 3 ქრომოსომა აღმოჩნდებასამი სახის შეიძლება იყოს:

  • დაუცილებლობა – ყველაზე ხშირი დარღვევაროდესაც დედის ან მამის სასქესო უჯრედის დაყოფისას (მეიოზიარ ხდება 21- წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ ტრისომიული ზიგოტა იქმნება.
  • მოზაიციზმი – გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 1-2%-შიამ დროს განაყოფიერების შემდეგ ემბრიონის უჯრედის გაყოფის დროს არ ხდება 21- ქრომოსომის დაშორებაამ დროსჩნდება უჯრედების ორი ტიპიზოგის ბირთვი შეიცავს 46 ქრომოსომასზოგის კი-47 ქრომოსომას;
  • ტრანსლოკაციავლინდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 3-4%-შიამ დროს უჯრედის დაყოფის პროცესში 21- ქრომოსომა მოწყდება და მიემაგრება სხვა ქრომოსომასუჯრედებში ქრომოსომათარაოდენობა ისევ 46, მაგრამ 21- ქრომოსომის დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომსმიიღება არაბალანსირებული კარიოტიპი.
ქრომოსომათა დაუცილებლობის მიზეზები საბოლოოდ არ არის გარკვეულიმაგრამ ხშირად ასახელებენდედის ასაკსგარემოს დაბინძურების ფაქტორებს.
მეორე ბავშვის დაუნის სინდრომით გაჩენის რისკი არის 100/1-თან.  35 წელზე მეტი ასაკის ქალებში საგრძნობლად მატულობს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადების ალბათობათუმცა ზოგადად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედათა უმრავლესობა 35 წელზე ნაკლებისაა.

რამდენად ხშირია დაუნის სინდრომი?

ახალშობილებში დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებააყოველ 800-1000 ახალშობილზე- 1 შემთხვევასინდრომი მამაკაცებში და ქალებში ერთნაირი სიხშირით გვხვდება.

რა ძირითადი პრობლემებია დაუნის სინდრომის დროს?
  • პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობადაბადების შემდეგ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეიძლებამეტ-ნაკლები ხარისხითმრავალი სამედიცინო პრობლემა შეექმნათ.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების 50%-ში გვხვდება გულის თანდაყოლილი მანკიამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და თუ საჭიროა ქირურგიული მკურნალობა.
  • ლეიკემიამისი რისკი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში 15-20-ჯერ მეტია ვიდრე ნორმალურ პოპულაციაშიიგი ცხოვრების პირველი 3 წლის მანძილზე ვლინდება და მისი განკურნების ალბათობა საკმაოდ დიდია.
  • ხშირია სხვადასხვა ხარისხის მხედველობის და სმენის დარღვევებიმათი ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანიარადგანაც ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენის შემთხვევაში მხედველობითი თუ სმენითი სენსორული დეფიციტის გაუთვალისწინებლობა ამცირებს სწავლების ეფექტურობასშესაბამისადაუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობატექნიკური დახმარება და სწავლების განსხვავებული სტრატეგიები..
  • სიმსუქნისადმი მიდრეკილებარაც საჭიროებს დიეტოლოგის დახმარებასბალანსირებულდაბალკალორიულ დიეტას.
  • მეტყველების პრობლემებიმეტყველების განვითარების შეფერხებადაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მეტყველება მოუქნელი და ნაკლებად მკაფიოასქელიდიდი ენისმაღალი სასის,კბილების დეფექტებისხმის იოგებისსახის კუნთების მაღალი ტონუსისხშირად დაქვეითებული      სმენის გამო მათი მეტყველებაარტიკულაციაგამოთქმაინტონაციური მხარეხმის მოდულაციახმის ტონისპეციფიკური ხასიათისაა.
  • სენსომოტორული განვითარების ჩამორჩენარაც გულისხმობს  მოტორული ჩვევების ათვისებისთვითმომსახურების ჩვევების გამომუშავების სირთულესდა დროში გახანგრძლივებასამავე დროსგაძნელებულია სენსორული ინფორმაციის აქტიური გადამუშავებაბავშვებს გვიანუყალიბდებათ წარმოდგენები “საგნების მუდმივობის” შესახებუჭირთ საგნების სენსორული თვისებების გარჩევა (ფერისფორმისზომისფაქტურისდა შემდეგ განზოგადება.
  • აზროვნების განვითარების თავისებურება  გამოიხატება იმაშირომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განზოგადებას ახდენენ თვალსაჩინო თვისებების საფუძველზეუადვილდებათთვალსაჩინო ანალოგიების გაგებაბავშვებს აქვთ დროისსივრცისთანმიმდევრობის მიმართების აღმნიშვნელი კონსტრუქციების გაგების პრობლემებიგამოცდილების სხვა სიტუაციაში გამოყენების სიძნელე.

შეიძლება თუ არა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დახმარება?


დღეს მრავალგვარი საშუალება არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებისმანკის მკურნალობა და ეფექტური ქირურგიული ჩარევა;
  • ადეკვატური ბალანსირებული კვების დიეტა ნაკლები ცხიმებითა და ნახშირწყლებით;
  • სმენის და მხედველობის დარღვევების მკურნალობატექნიკური მოწყობილობის გამოყენებაქირურგიული მკურნალობა;
  • ბავშვის შესაძლებლობების ფსიქოლოგიური შეფასება და მისი სწავლებისათვის ადეკვატური სტრატეგიის შემუშავბა
  • მეტყველების თერაპია
  • ჩვევების და ფიზიკური თერაპია
  • ადრეული ასაკის ინტერვენციის პროგრამებირაც ნიშნავს ადრეული ასაკიდან ბავშვის სენსორული და მოტორული განვითარების სტიმულირებასსპეციალური პირობების შექმნას ბავშვის შემეცნებითი აქტივობისათვის;

განკურნებადია თუ არა დაუნის სინდრომი?

არადღეისათვის იგი არ  ინკურნებამაგრამეფექტურია სიმპტომატური მედიკამენტოზური მკურნალობააქტიური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პროგრამებიადრეული ინტერვენციის პროგრამები.

რისი გაკეთება შემიძლია მეროგორც მშობელს?

დიაგნოზის დასმის შემდეგგასაგებიარომ თქვენ მძიმე პერიოდი გაქვთ გადასატანითქვენს პირმშოს განუკურნებელი ქრომოსომული დაავადება აღმოაჩნდამაგრამ იცოდეთდაუნის სინდრომი განაჩენი არ არისამ სინდრომის მქონე ბავშვს ისევე გააჩნია ემოციებიუნარებინიჭებიროგორც სხვა ბავშვებსმის განვითარებას განსხვავებული კანონზომიერებები ახასიათებს რომელსაც კარგი გაგება უნდა.
  • პირველ რიგში მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი შვილის განვითარების თავისებურებები.
  • ეცადეთ მიიღოთ ბავშვი ისეთიროგორიც არის და არა ისეთიროგორიც უნდა იყოსმას ბევრიპრობლემები აქვსბევრი რამ არ შეუძლიამაგრამ ეს მხოლოდ მისი ერთი მხარეათქვენთვის მნიშვნელოვანია გაიგოთთუ რა შეუძლიარა მოწონსრისი ნიჭი აქვს თქვენს ბავშვსდაიმახსოვრეთრომ ყოველი ბავშვი უნიკალურია და მისითუნდაც ჩამორჩენილი ფსიქიკური განვითარების გზაც ძალიან ინდივიდუალურია.
  • ადრეული პერიოდიდანვე აქტიურად იურთიერთეთ ბავშვთანგახსოვდეთრომ იგი უფრო პასიურია ვიდრე სხვა ბავშვებიმას გარედან აქტიური სტიმულირება ესაჭიროება სათამაშოებითსაგნებითმიმართული მეტყველებით-დასახელებაჩვენებამითითება.
  • დაუთმეთ დრო ბავშვთან თამაშსრადგანაც ამ პროცესში ბავშვი უნებლიედ დიდ გამოცდილებას იძენსთამაშის დროს აქტიური თქვენ უნდა იყოთდაასახელეთ საგნები რითაც თამაშობთმოქმედებებირასაც აკეთებთაჩვენეთშემდეგ კი თქვენი დახმარებით გააკეთებინეთ.
  • მეტყველების და ჩვევების ათვისების პრობლემების დაძლევის მიზნით მიმართეთ მეტყველების თერაპევტს და ჩვევების  თერაპევტსფსიქოლოგს.
  • ეცადეთ კონკრეტულად უჩვენოთ ბავშვსის რასაც უხსნითთვალსაჩინოდ ანახოთშემდეგ ერთად გააკეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაამეორებინოთ რამდენჯერმე.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძალიან მონდომებულნი და ცნობისმოყვარენი არიანთქვენ შეგიძლიათ კარგად გამოიყენოთ ეს თვისებები თვითმომსახურების ჩვევებისსაგნებით მანიპულირების სწავლებაში.
  • ეცადეთ ერთ სიტუაციაში ნასწავლი ჩვევა სხვა სიტუაციაშიც გამოიყენოთრადგანაც ბავშვსთვითონ უჭირს სიტუაციის განზოგადება;
  • წაახალისეთ ბავშვი ყოველთვისწარუმატებლობის შემთხვევაშიც კიწახალისება ეხმარება ბავშვს ცოდნის და გამოცდილების უკეთ ათვისებაშითქვენ თვითონვე გაოცდებითროდესაც ნახავთ,თუ როგორ ცვლის ბავშვის მოქმედების შედეგებს თქვენი გულშემატკივრობაწამახალისებელი სიტყვაღიმილი.
  • დააკვირდით თქვენი ბავშვის მიდრეკილებებსმისი განვითარების ძლიერ მხარეებსრა შეუძლია,რა უფრო ადვილად გამოსდისროგორ უფრო ადვილად ითვისებსრისი ნიჭი აქვსეცადეთ ხელიშეუწყოთ მისი ამ მხარეების კიდევ უფრო განვითარებასრაც მთავარიათქვენ შეძლებთ დაეხმაროთ ბავშვს სირთულეების გადალახვაში ზუსტად მის შესაძლებლობებზე დაყრდნობით.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი უფრო იოლად ითვისებს ინფორმაციასან ჩვევასთუ იგი მცირე ნაწილებად არის დანაწევრებული და ნაბიჯ-ნაბიჯ მიეწოდებაყოველი ნაბიჯის ათვისების შემდეგ გადადიხართ შემდეგ ნაბიჯზე.
  • აუცილებლად უზრუნველყავით ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირებაფსიქოლოგთან კონსულტაცია საშუალებას მოგცემთ ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მისი სწავლების და აღზრდის ადეკვატური მიზნები დაისახოთ და შესაფერისი სტრატეგიები შეიმუშავოთ.
  • იზრუნეთ ბავშვის ადეკვატურ განათლებაზეისრომ ბავშვი ვერ სწავლობს ზოგად საგანმანათლებლო სკოლაშითუნდაც  ვერ ითვისებს წერა-კითხვას და თვლასარ ნიშნავსრომ მას სწავლა არ ესაჭიროებათვითმომსახურების და სოციალური ჩვევების ათვისებასხვადასხვა სიტუაციაში შესაფერისი ქცევის განხორციელებასაგნებით მანიპულირებასამუშაო ჩვევების ათვისება მეტად მნიშვნელოვანი მიზნებია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის სწავლებისას.

რა მომავალი აქვს ჩემს ბავშვს?



გარკვეული საერთო დამახასიათებელი ნიშნების მიუხედავადდაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ხასიათითტემპერამენტითუნარ-შესაძლებლობებითინტელექტის დონითნიჭებითამიტომისინი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენზოგიერთ ბავშვს შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლაზოგისათვის სპეციალური კლასია საჭიროზოგიერთისათვის კი - სპეციალური სკოლამოზარდების უმრავლესობას შეუძლია დაეუფლოს რაიმე პროფესიას ან ხელობას საკუთარი ინტერესების და ნიჭების შესაბამისადზოგიერთს დიდი დრო და სპეციალური მომზადება სჭირდება მარტივი ოპერაციების ასათვისებლადზოგიერთი კი  რთულ საქმიანობას ეუფლება სპეციალური ტრენინგის საშუალებითხელობის ათვისებაც ინდივიდუალური პროცესიამთავარი ის არისრომ ადეკვატური მიდგომის შემთხვევაშიბავშვის შესაძლებლობების და ხასიათის გათვალისწინებითუკვე მოზრდილ დაუნის სინდრომის მქონე პიროვნებას შეუძლია კონკრეტული სამუშაოს შესრულებამას მოსწონს საზოგადოებრივ ურთიერთობებში აქტიური მონაწილეობის მიღებასამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და გულმოდგინედ ასრულებსზოგიერთი დამოუკიდებლად მუშაობსზოგიერთს კი სამუშაოს შესასრულებლად ზედამხედველი ესაჭიროება.

გამოყენებული ლიტერატურა: http://archive.webmix.ge/icc/dawn.html

0 comments:

Post a Comment